Accentnews.ge
სოხუმმა ზურაბიშვილს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა

სოხუმმა ზურაბიშვილს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა

06/03/2020 11:56:24 კონფლიქტები

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს.

«ზურაბიშვილი რუსეთს დარეგულირებისთვის წინაღობად მიიჩნევს. არადა, სწორედ რუსეთი გამოდის აფხაზეთის მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად. ამ კონტექსტში მოსკოვი მხოლოდ და მხოლოდ მასტაბილიზირებელ როლს ასრულებს, ქმნის რა აუცილებელ პირობებს დიალოგისთვის და აკავებს რა რეგიონში დაძაბლობის ზრდას” – აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

როგორც დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ,ე.წ. შეთანხმების ფორმა და შეხვედრის ფორმატი, რომელზეც მას ხელი უნდა მოეწეროს, დაინტერესებულ მხარეთა დისკუსიის საგანს წარმოადგენს.

“ზემოთთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, საჯაროდ გამოთქვას არგუმენტირებული პოზიცია აფხაზეთის წინადადებასთან დაკავშირებით მსგავსი დოკუმენტის გაფორმების თაობაზე” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დე ფაქტო სამინისტროში აღნიშნეს, რომ “არ იცნობენ თბილისის მნიშვნელოვან სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელზეც ზურაბიშვილმა ისაუბრა”.

«პარლამენტში ამასწინანდელი გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა არც “ოკუპირებულ ტერიტორიებს” აუარა გვერდი, რომლებსაც საქართველოსთვის “მთავარი გამოწვევა” უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები “ოკუპირებულ ტერიტორიებთან” დაკავშირებით, «თუმცა ამ ნაბიჯების გარდა, უნდა მოემზადოს უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის რეალიზებისთვის». ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მიგვაჩნია, აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში არ იცნობენ «მნიშვნელვან სამშვიდობო ნაბიჯებს», რომელიც ვითომდა გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ. თუ ამ ნაბიჯებში ე.წ. “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» იგულისხმება, ეს პროგრამა ძნელად თუ შეიძლება, ჩაითვალოს მნიშვნელოვან ინიციატივად ურთიერთობების ნორმალიზებისა და ნდობის აღდგენისთვის», - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქართულმა სახელმწიფომ უნდა უჩვენოს აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა. მან ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ე.წ. ძალის არგამოყენებს შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობის შესახებ ამასწინათ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S