Accentnews.ge
კიევზე ბოლო მასირებული შეტევისას 28 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ პუტინი ირწმუნება, რომ დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე არ განუხორციელებიათ

კიევზე ბოლო მასირებული შეტევისას 28 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ პუტინი ირწმუნება, რომ დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე არ განუხორციელებიათ

19/06/2025 09:38:00 მსოფლიო

კიევზე ბოლო მასირებული შეტევისას 28 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე არ განუხორციელებიათ.

მისი მტკიცებით, რუსეთის სამიზნე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებია.

ამის შესახებ მან ისაუბრა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 18 ივნისს ღამით გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

კერძოდ, The Associated Press-ის წარმომადგენელმა პუტინს ჰკითხა კიევზე 17 ივნისს განხორციელებული შეტევით სამოქალაქო მოსახლეობაში გამოწვეულ მსხვერპლზე და რუსული რაკეტით სახლის განადგურებაზე, რისი მოწმენიც, მისი თქმით, სააგენტოს ჟურნალისტები გახდნენ.

„თქვენს ჟურნალისტებს რომ ენახათ, როგორ გაანადგურეს ჩვენმა რაკეტებმა საცხოვრებელი რაიონი, ამის შესახებ ვერაფერს გეტყოდნენ. ცოცხალი არ დარჩებოდნენ. თუ რაღაც ნახეს, მხოლოდ გარედან“, - ასე უპასუხა მას პუტინმა. 

მისი მტკიცებით, უკრაინაში მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს უტევენ:

„დარტყმა იყო არა საცხოვრებელ უბნებზე, არამედ თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. ქარხნებზე, რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ“.

მან კვლავ გაიმეორა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია", რათა "უკრაინას არ ჰყავდეს არმია, რომელიც რუსეთს ემუქრება".

ცნობისთვის: 17 ივნისს რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს. დაიღუპა 28 მშვიდობიანი მოქალაქე და 140-ზე მეტი დაიჭრა. მთლიანად ფაინგრა 9-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S