Accentnews.ge
აშშ–ში აივ-ინფექციის პრევენციისთვის პრეპარატი დაამტკიცეს

აშშ–ში აივ-ინფექციის პრევენციისთვის პრეპარატი დაამტკიცეს

19/06/2025 18:51:00 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აივ-ინფექციის პრევენციისთვის Gilead Sciences-ის პრეპარატი სახელწოდებით ლენაკაპავირი დაამტკიცა.

პირმა ლენაკაპავირის ინექცია 6 თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოს. ის აშშ-ში ბრენდის სახელწოდებით "Yeztugo" გაიყიდება, რომლის ფასი წელიწადში 28,218 აშშ დოლარი იქნება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პრეპარატი შეძლებს, დაასრულოს 44-წლიანი აივ–ეპიდემია.

FDA–ს ცნობით, ლენაკაპავირი კვლევებში თითქმის 100%-ით ეფექტური აღმოჩნდა აივ-ინფექციის პრევენციისთვის. 

შიდსის კვლევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ რობერტ ფროსტმა მოუწოდა Gilead-ს და აშშ-ის მთავრობას, უზრუნველყონ, რომ ლენაკაპავირის მსურველებმა შეძლონ მისი მიღება. 

Gilead–ის ინფორმაციით,  ის უზრუნველყოფს თანაგადახდით დახმარებას დაზღვეული პირებისთვის და შესაძლოა, პრეპარატი უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი დაუზღვეველი პირებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S