Accentnews.ge
ტრამპი: მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე

ტრამპი: მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე

22/06/2025 00:36:42 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა. 

ტრამპის თქმით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა ირანის საჰაერო სივრცე უკვე დატოვეს და "შინ უსაფრთხოდ ბრუნდებიან". 

"მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის, ფორდოზე, ნათანზზე და ისპაანზე.

ყველა თვითმფრინავი უკვე ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული პარტია მთავარ ობიექტზე, ფორდოზე ჩამოვაგდეთ. ყველა თვითმფრინავი შინ უსაფრთხოდ ბრუნდება.

ვულოცავ ჩვენს დიად ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. ახლა მშვიდობის დროა! მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის". - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S