Accentnews.ge
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა

22/06/2025 09:52:00 მსოფლიო

ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია.

ირანის ეს ბირთვული ობიექტი ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, შესაბამისად სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით ისრაელს არ ჰქონდა დისტანციურად მისი განადგურების საშუალება. მსგავსი ტიპის და სიმძლავრის ბომბები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს აქვს. მისი ტრანსპორტირებისა და სროლისთვის გამოიყენება აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო თვითმფრინავი Northrop B-2 Spirit.


ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი [20 ტონა] ტვირთამწეობა და შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.

აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია. თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.

CNN-ს ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B - გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაა ცნობილი.

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S