Accentnews.ge
კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა

კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა

23/06/2025 21:45:00 მსოფლიო

კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის იერიშის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა.

ამასთან, კატარი აცხადებს, რომ აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არასდროს დატოვებს უპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S