Accentnews.ge
მედია: დონალდ ტრამპი, გაერთიანებული შტაბის უფროსთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, სიტუაციურ ოთახში იმყოფება, სადაც ირანის საპასუხო ზომებს განიხილავენ

მედია: დონალდ ტრამპი, გაერთიანებული შტაბის უფროსთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, სიტუაციურ ოთახში იმყოფება, სადაც ირანის საპასუხო ზომებს განიხილავენ

23/06/2025 22:30:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ წუთებში სიტუაციურ ოთახში იმყოფება. როგორც საერთაშორისო მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპთან ერთად სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი დენ კეინი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი.

მედიის ცნობით, ისინი აკვირდებიან ირანის მიერ საპასუხო ზომების მოქმედებებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მოგვიანებით კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, არ არიან დაშავებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S