Accentnews.ge
NATO-ს გენერალური მდივანი: კიევს თავდაცვის საჭიროებებისთვის 35 მილიარდი ევრო გამოეყოფა

NATO-ს გენერალური მდივანი: კიევს თავდაცვის საჭიროებებისთვის 35 მილიარდი ევრო გამოეყოფა

23/06/2025 23:06:00 მსოფლიო

NATO გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც 24-25 ივნისს NATO-ს სამიტი გაიმართება. მისი თქმით, მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კიევს თავდაცვის საჭიროებებისთვის 35 მილიარდი ევრო გამოეყოს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძლიერი და ურყევი დარჩება. ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ გააძლიერეს ძალისხმევა, რათა მომავალ წელს უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების სახით 35 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გამოყონ“, - განაცხადა რუტემ (ციტირებულია Politico-ს მიერ).

მან დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის მუდმივ ერთგულებას. „სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ NATO-ს მოკავშირეები გასულ წელს ვაშინგტონში, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. ეს დღესაც აქტუალურია და სამიტის შემდეგაც აქტუალური დარჩება“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ალიანსი ერთიანი რჩება უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს კიევისთვის დახმარების გაწევა“.

ალიანსის ხელმძღვანელმა მოსკოვის მხრიდან არსებულ მუდმივ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. „რუსეთის ფედერაცია NATO-სთვის ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხედ რჩება. მოსკოვი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ჩინეთისა და ასევე ბელორუსის მხარდაჭერის საფუძველზე“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S