Accentnews.ge
ირანის სახელმწიფო ტელევიზია: დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზია: დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

24/06/2025 09:39:00 მსოფლიო

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმების დასრულების შემდეგ ამოქმედდა.

ისრაელსა და ირანს შორის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან თითქმის ყველას ჩამოგდება შეძლო, თუმცა ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ბეერშებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის „სრული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა:

"გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმდა, რომ იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ მოქმედებას და დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე, საბოლოო მისიებს!), 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება!“.

ასევე ტრამპი დასძენს, რომ ეს არის ომი, რომელიც „შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა“, მაგრამ „არ გაგრძელებულა და არც გაანადგურებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S