Accentnews.ge
კაია კალასმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

კაია კალასმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

29/06/2025 13:04:00 კავკასია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთში და შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. განვიხილეთ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ, მდგრადობისა და კეთილდღეობის განმტკიცება“, - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S