
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
30/06/2025 18:13:00 ეკონომიკა
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7227 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1910 ლარი გახდა.