Accentnews.ge
სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო

სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო

03/07/2025 18:11:00 კავკასია

სომხეთმა რუსი ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით სრულად მიიღო კანონპროექტი, რომელიც კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” ნაციონალიზაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტს 65-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 27 წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, კომპანია ამჟამად რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში იმყოფება, რომელიც სომხეთში 17 ივნისს სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მომდევნო დღეს მას ბრალი წაუყენეს მთავრობის დამხობის საჯარო მოწოდებებისთვის.

Forbes-ის ინფორმაციით, კარაპეტიანი რუსი მილიარდერების სიაში 44-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 3.2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S