Accentnews.ge
„კინზინგერის გზავნილი მკაფიო იყო – ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებს სურთ, ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს“

„კინზინგერის გზავნილი მკაფიო იყო – ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებს სურთ, ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს“

06/03/2020 18:11:49 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„კინზინგერის გზავნილი მკაფიო იყო – ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებს სურთ, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან დიდია ინტერესი მის მიმართ ჩემს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში და რა თქმა უნდა, საქართველოს ამომრჩევლების ინტერესია, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე სრულად გავეცანი წარმომადგენელთა პალატის წევრ კინზინგერთან „ამერიკის ხმის“ ინტერვიუს და ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო - რომ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს. სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები. უნდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვნონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც რეალურად წინ წაწევს საქართველოს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არის დემოკრატიის არსი - იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

3 მარტს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S