Accentnews.ge
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

07/03/2020 08:01:31 კავკასია

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამივე ახალი შემთხვევა ირანთან არის დაკავშირებული. ისინი უახლოეს წარსულში მეზობელს ქვეყანას სტუმრობდნენ.

ცნობილია, რომ აშშ-მა კორონავირუსის გამო საკუთარი მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანსა და თურქმენეთში მოგზაურობის საფრთხის დონე აამაღლეს.

"როიტერის" ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, აზერბაიჯანში გამგზავრებაზე კარგად დაფიქრდნენ.

სხვა ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კორონავირუსთან დაკავშირებით საგრძნობად მსუბუქი ვითარებაა, თუმცა ისინი ირანის მეზობლები არიან. ისლამურ რესპუბლიკაში კი ახალი ტიპის კორონავირუსის 4 747 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა კი ოფიციალური მონაცემებით 124-ს მიაღწია.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S