Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: იმ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერენ მხარს, დამატებითი ტარიფები დაეკისრებათ

დონალდ ტრამპი: იმ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერენ მხარს, დამატებითი ტარიფები დაეკისრებათ

07/07/2025 10:02:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.

პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფების შესახებ წერილები ქვეყნებს ორშაბათიდან გაეგზავნება.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შეერთებული შტატების ტარიფების შესახებ წერილები და/ან შეთანხმებები მიეწოდება ორშაბათიდან, 7 ივლისიდან. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდება, დამატებითი 10%-იანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, BRICS-ი ათ ქვეყანას აერთიანებს : ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

ამჟამად ბრაზილია BRICS-ის სამიტს მასპინძლობს. ჯგუფის ლიდერებმა კვირას ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ცალმხრივი სატარიფო და არასატარიფო ზომების ზრდასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S