Accentnews.ge
პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

07/07/2025 18:37:00 სამართალი

პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „ზარალა“) წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურის ცნობით, უწყებამ რამიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების 4-დან 7-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიის დამფუძნებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 6 ივლისს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი) ბრალდებით. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S