Accentnews.ge
ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა, რიგ შტატებში წყლის დეფიციტია

ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა, რიგ შტატებში წყლის დეფიციტია

03/06/2019 13:25:32 სხვა, მსოფლიო

ჩრდილოეთ ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუს გადააჭარბა. ამასთან, როგორც მედია იუწყება, რეგიონში წყლის დეფიციტია. 

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რაჯასტანის შტატის ქალაქ ჩურუში თერმომეტრმა 50,6 გრადუსი ცელსიუსი უჩვენა. ანალოგიური ვითარებაა შტატის თითქმის ყველა ქალაქში. გაწულ წელს შტატში 51 გრადუსი დაფიქსირდა.  

46 გრადუსს გადასცდა ტემპერატუტა დელიში, ხოლო ინდოეთის ყველაზე მთაგორიან შტატ ჰიმალაჩ-პრადეშში, რომელსაც მდიდარი ინდოელები აფარებდნენ თავს, ტემპერატურამ 44,9 გრადუსს მიაღწია.

ტბებისა და მდინარეების დაშრობის გამო, წყლის დეფიციტის წინაშე დგას რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი, მათ შორის ჩენაი. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყლის დეფიციტის გამო ქალაქ ბიდში მოსახლეობა დაბანას და ტანსაცმლის რეცხვას ვეღარ ახერხებს.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, რაჯასტანსა და მიმდებარე შტატებში მაღალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

გასული ათწლეულის განმავლობაში ინდოსტანის ნახევარკუნძულზე კლიმატი დრამატულად შეიცვალა: ხშირი გახდა გვალვები, წყალდიდობები და უცაბედი შტორმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S