Accentnews.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღების შემდეგ ტერორიზმი დასრულების პროცესშია, თურქეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ძლიერი თურქეთის კარები ფართოდ გაიღო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღების შემდეგ ტერორიზმი დასრულების პროცესშია, თურქეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ძლიერი თურქეთის კარები ფართოდ გაიღო

12/07/2025 14:17:00 მსოფლიო

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღების შემდეგ თურქეთისთვის ახალი ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

„გუშინდელი დღიდან ტერორიზმი დასრულების პროცესშია. დღეს ახალი დღეა, თურქეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს დიდი, ძლიერი თურქეთის კარები ფართოდ გაიღო. ყველა დარწმუნებული უნდა იყოს ამაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ განიარაღების პროცესი დაიწყო/ თავისი ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ დაჯგუფებად“ მოიხსენიებდნენ. 1984-დან 2024 წლამდე ქურთებსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან თურქეთის ციხეში მყოფმა ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთთან ბრძოლა დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S