Accentnews.ge
კინზინგერი: "გულით ვულოცავ ქართველ ხალხს საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმების მიღწევას"

კინზინგერი: "გულით ვულოცავ ქართველ ხალხს საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმების მიღწევას"

08/03/2020 15:12:08 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ფაქტს ულოცავს.

“გულით ვულოცავ ქართველ ხალხს შეთანხმების მიღწევას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დემოკრატია მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ ამად ღირს. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და ბევრი სხვა თავიანთი მუშაობისთვის დაფასებას იმსახურებენ. ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ", – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

3 მარტს ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ იხილავდნენ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნებოდა ის, რასაც გააკეთებდნენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S