
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ სირიის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია დაბომბეს
16/07/2025 18:17:00 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელეს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის რეჟიმის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია დაბომბეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.