
"ქართველ ხალხს სურს, რომ პოლიტიკაში ჩავერთო და ამის საშუალება უნდა მომეცეს"
08/03/2020 16:19:25 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო სისტემის თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის სისტემა ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა".
“ჩვენ ეს სისტემა ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს. იდეალურ პოლიტიკურ სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალების სვლა”, – აცხადებს სააკშვილი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის: დღეს ხლისუფლება და ოპოზიცია 120/30 მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.