
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა
16/07/2025 19:03:20 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა.
როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელ კაცი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფისის განცხადების თანახმად, თავდაცვის მინისტრი თავის ამერიკელ კოლეგასთან განიხილავს უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების მნიშვნელოვან სპექტრს, მათ შორის, იქნება საუბარი შეეხება ირანსა და რეგიონულ საფრთხეებს, ასევე სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სხვა საკითხებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის განმავლობაში, ისრაელ კაცი გააგრძელებს სირიაში მიმდინარე მოვლენების განვითარების მონიტორინგს.