
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
18/07/2025 19:32:00 ეკონომიკა, რეკლამა
ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა.
უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათი, რომლის მსგავსი პროდუქტიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, მომხმარებლებს დაგროვების და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათით დაგროვება:
საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაგროვება მომხმარებლებს ზუსტად იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი თიბისი კონცეპტის Visa Signature ბარათებით. მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით, Miles&Smiles მილებს დააგროვებენ.
Miles&Smiles მილების დაგროვებას მომხმარებლები საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებენ. საქართველოს ფარგლებში კი, მათი დაგროვება, სასტუმროებსა და შიდა ფრენებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლებათ.
საერთაშორისო ობიექტების კატეგორიების ჩამონათვალი, სადაც მილები დაგროვდება, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა.
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის აეროპორტის და სხვა სამოგზაურო უპირატესობები:
თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში წელიწადში 30 უფასო ვიზიტი თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე);
თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში სწრაფი გასასვლელებით სარგებლობა თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე) წელიწადში 30-ჯერ;
განსაკუთრებული შეთავაზებები ტაქსის, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.
ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.