
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დადგა
21/07/2025 16:11:00 მსოფლიო
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დადგა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს მყარი საფუძველი აქვს, თუმცა ამჟამად რთულ პერიოდს გადის.
„ნამდვილად არსებობს მყარი საფუძველი, არსებობს ორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რთული პერიოდებია. ახლა ერთ-ერთი ასეთი პერიოდია. იმედი გვაქვს, რომ ეს პერიოდი გაივლის“, – განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ორმხრივი სარგებელი მოაქვს“.