
გადარიცხვები საკომისიოს გარეშე ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
22/07/2025 17:51:00 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ ციფრული სერვისებით მარტივად, შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ მილიონ ლარამდე გადარიცხვები საკომისიოს გარეშე განახორციელონ— როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:
საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც;
ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.
გარდა ამისა, კამპანია ითვალისწინებს დამატებით ბენეფიტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთის. ესენია:
Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად, რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერი გადახდისას ბიზნესი 2%-იანი ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვით — ესაა საბანკო სერვისების პაკეტი, რომელიც მოიცავს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების —ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის— მეშვეობით.
ფულადი პრიზების გათამაშება: ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება, სადაც შეუძლია მიიღოს:
100 ლარი (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია);
12 500 ლარი (ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ყოველდღიურ ოპერაციების შესასრულებლად დიდი დრო და რესურსი არ დაეხარჯოს. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა უპირატესობას: გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე, Mastercard ბარათს საჩუქრად და ქეშბექს. ასევე, დამატებით ფულად რესურსებს ციფრულ არხებში შესრულებული ტრანზაქციებისთვის. ამასთან, ვამარტივებთ ბიზნესის დაწყების პროცესსაც - შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება პირდაპირ საქართველოს ბანკის ფილიალშია შესაძლებელი“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და მას დისტანციურად 30 სექტემბრამდე გახსნიან;
იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან ;
იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ .
საკომისიოს გარეშე გადარიცხვებით სარგებლობა და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.