Accentnews.ge
თურქეთმა დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან შეთანხმებებს მოაწერა ხელი – ანკარა Eurofighter Typhoon-ის ათეულობით თვითმფრინავის შესყიდვას შეძლებს

თურქეთმა დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან შეთანხმებებს მოაწერა ხელი – ანკარა Eurofighter Typhoon-ის ათეულობით თვითმფრინავის შესყიდვას შეძლებს

23/07/2025 17:45:00 მსოფლიო

თურქეთმა ოთხშაბათს [23 ივლისი] ხელი მოაწერა შეთანხმებებს NATO-ს მოკავშირეებთან – ბრიტანეთთან და გერმანიასთან – რაც გზას უხსნის Eurofighter Typhoon-ის ათეულობით თვითმფრინავის შესყიდვას. ანკარა ამ ნაბიჯით ცდილობს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებას მზარდად არასტაბილურ რეგიონში, - წერს Reuters-ი. 

ბრიტანეთმა გააფორმა წინასწარი შეთანხმება, რომელიც თურქეთს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლები, ხოლო გერმანიამ დაამტკიცა 40 ერთეულის მიწოდება. თურქეთი ამ დრომდე ეყრდნობოდა როგორც უცხოურ შეიარაღებას, ისე შიდა წარმოებას – მათ შორის ადგილობრივად შექმნილ გამანადგურებლებს – თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

Eurofighter-ის გარდა, ანკარა ვაშინგტონთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს 40 ერთეული F-16-ის შესყიდვაზე.

ისრაელის მიერ რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის მეზობელი ირანისა და სირიის წინააღმდეგ განხორციელებულმა იერიშებმა ანკარაში შეშფოთება გამოიწვია. ამ ვითარებამ თურქეთი აიძულა, სწრაფად გააძლიეროს თავდაცვითი პოტენციალი, რათა შესაძლო საფრთხეებს გაუმკლავდეს, - წერს გამოცემა. 

თურქეთი 2023 წლიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს Eurofighter Typhoon-ის 40 ერთეულის შესაძენად. აღნიშნული გამანადგურებელი ოთხი ქვეყნის – გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის – კონსორციუმის მიერ იწარმოება, რომელსაც წარმოადგენენ Airbus, BAE Systems და Leonardo.

სტამბოლში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილეისთან ხელმოწერის ცერემონიალზე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ქვეყანას "მიაახლოებს სრულფასოვან ხელშეკრულებასთან" და NATO-სა და თურქეთის საჰაერო შესაძლებლობებს გააძლიერებს.

გიულერის თქმით, ხელშეკრულება ჯერჯერობით 40 თვითმფრინავის შეძენას ითვალისწინებს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც.

ახალი სიცოცხლე BAE Systems-ის ქარხნისთვის დიდ ბრიტანეთში

გერმანიის მთავრობამ, რომელიც თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ გარიგების მიმართ, საბოლოოდ მაინც მისცა მწვანე შუქი ექსპორტს. Spiegel-ის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა უსაფრთხოების საბჭომ – რომელიც იარაღის ექსპორტის ნებართვებზე იღებს გადაწყვეტილებებს – დადებითად შეაფასა თურქეთის შეკვეთა.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სამინისტრომ წერილობით აცნობა თურქეთის მთავრობას, რომ ექსპორტზე ნებართვა გაცემულია.“

ბრიტანეთისთვის ეს იქნება Eurofighter-ის პირველი ექსპორტი 2017 წლის შემდეგ. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მრავალმილიარდიანი შეთანხმება "შეინარჩუნებს და დაიცავს 20,000 ბრიტანულ სამუშაო ადგილს წლების განმავლობაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S