Accentnews.ge
რუსეთის სათათბირომ დაამტკიცა კანონი, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, მობილურ ანგარიშებზე თანხები სასამართლოს გარეშე დაბლოკონ

რუსეთის სათათბირომ დაამტკიცა კანონი, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, მობილურ ანგარიშებზე თანხები სასამართლოს გარეშე დაბლოკონ

23/07/2025 17:55:00 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც მობილურ ოპერატორებს ავალდებულებს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მოქალაქეთა მობილურ ანგარიშებზე თანხის დაყადაღება მოახდინონ და საჭიროების შემთხვევაში საკომუნიკაციო მომსახურება შეწყვიტონ. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს თაღლითური სქემების დროულ აღმოჩენასა და აღკვეთას.

კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან აღმასრულებელი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ოპერატორებს დაევალებათ აბონენტის ბალანსზე არსებული თანხის დაუყოვნებლივ დაბლოკვა „დაყადაღებულის“ სტატუსით, რაც გამოიწვევს SIM ბარათის გათიშვას გადაუხდელობის მიზეზით.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი გრიგორენკოს ადმინისტრაციის განმარტებით, ინიციატივა მოწოდებულია თავიდან აიცილოს სიტუაციები, როცა თაღლითები ტელეკომის ანგარიშებს საბანკო გადარიცხვების ალტერნატივად იყენებენ.

კრიტიკოსები, მათ შორის უფლებადამცველები და იურისტები, აღნიშნავენ, რომ კანონმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს სამოქალაქო კომუნიკაციას, საბანკო სერვისებზე წვდომას და გამოიწვიოს შეცდომით დაბლოკვის რისკები – განსაკუთრებით თვითდასაქმებულებისა და დაუცველი მოქალაქეებისთვის.

დოკუმენტი ძალაში 2025 წლის 1 სექტემბერს შევა, ფედერაციის საბჭოს დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ. 

მზადდება კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც რუსების საბანკო ანგარიშებისა და ელექტრონული საფულეების სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე 10 დღემდე ვადით დაბლოკვის საშუალებას იძლევა, აღნიშნული შეეხებათ პირებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში იქნებიან ეჭვმიტანილნი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S