Accentnews.ge
უმეროვი: სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთს ტრამპისა და ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა და მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტაზე

უმეროვი: სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთს ტრამპისა და ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა და მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტაზე

24/07/2025 00:23:00 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რუსებთან სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ განაცხადა.

კერძოდ, უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა.

უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე. მას არ დაუკონკრეტებია რუსული მხარის რეაქცია ამ შემოთავაზებაზე.

უმეროვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები. მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტია იმყოფებიან, მათ შორის მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა პირების.

მისი თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1,200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S