Accentnews.ge
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვისთვის  180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

25/07/2025 05:52:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის, - ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორებისთვის საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მომსახურებას და ლოჯისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის ხარჯებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S