
მთავრობა საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებებს და სასწავლო ვიზიტებს ზღუდავს
09/03/2020 09:26:24 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო („COVID-19“) საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებებს ზღუდავს. შესაბამისი გადაწყვეტილება „COVID-19“ –თან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს: სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.