
უკრაინამ აზერბაიჯანიდან ახალი მარშრუტით ბუნებრივი აირი პირველად მიიღო
28/07/2025 17:46:00 მსოფლიო
უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინამ პირველად სატესტო რეჟიმში მიიღო ტრანსბალკანური დერეფნით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით.
„ნეფტოგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტი „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“ გააფორმა.
ცნობისთვის, ივლისში უკრიანული მედია წერდა, რომ სატესტო რეჟიმში ტრანსბალკანური დერეფნით დღე-ღამეში 160 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადაზიდავა ხდება.
დღეს უკრაინა ბუნებრივ აირს უმეტესწილად უნგრეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს.