Accentnews.ge
მარგველაშვილი ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს მადლობას უხდის

მარგველაშვილი ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს მადლობას უხდის

09/03/2020 11:08:36 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევის გამო ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს მადლობას უხდის.

„თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების მანძილზე სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და თქვენთან ერთად მადლობა მინდა, ვუთხრა სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც დაიწყეს ეს ბრძოლა. მიმაჩნია, რომ დღეიდან ქართული დემოკრატია ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას“, – განაცხადა მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე.

ცნობისთვის: ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე გუშინ შეთანხმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S