
თურქეთი და ყაზახეთი „შუა დერეფნის“ განვითარების ახალ მიზნებზე შეთანხმდნენ
30/07/2025 15:00:00 მსოფლიო
თურქეთი და ყაზახეთი „შუა დერეფნის“ განვითარების ახალ მიზნებზე შეთანხმდნენ, რომელიც აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
აღნიშნული საკითხი თურქეთში ყაზახეთი პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას დაესწრო.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული „გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის“ წინსვლა და დაისახა ნაბიჯები ფართო სპექტრის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მათ შორის ენერგეტიკაში, თავდაცვის მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიაში, კულტურასა და ორმხრივ ვაჭრობაში.
ორივე ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას. ორმხრივ კავშირებს 2009 წელს „სტრატეგიული პარტნიორობის“ სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2022 წელს „გაფართოებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდა.