
"აგრესიული მათხოვრობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა"
03/06/2019 14:31:13 ციტატა
"აგრესიული მათხოვრობა, რომელიც დაყაჩაღებას დაემსგავსა, ასევე ტურისტებისთვის მომსახურებაში ზედმეტი თანხის გამორთმევა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა [...] ტაქსის მძღოლები იქნებიან, თუ რესტორნებში მომსახურე პერსონალი, უამრავი ადამიანი ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურება, მაგრამ სამწუხაროდ, გადაცდომები არსებობს, რაც ძალიან მკაცრად უნდა იყოს აღკვეთილი და დასჯილი. თუ რეაგირება არ არის, ძალიან ცუდია, რადგან ეს არის პოლიციის არათუ სამსახურეობრივი მოვალეობა, არამედ პატრიოტული მოვალეობაც, რათა ქვეყანას იმიჯი არ შეელახოს. წარმატებულ ქვეყნებში, უცხოელი ტურისტების მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება ხოლმე, რაც არის სამწუხარო ფაქტი“.
განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ პირველი არხის რეპორტაჟზე „თაღლითური სქემა ტურისტების წინააღმდეგ“ საუბრისას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021