Accentnews.ge
ასლან ბჟანია აფხაზეთში 11 მარტს დაბრუნდება

ასლან ბჟანია აფხაზეთში 11 მარტს დაბრუნდება

09/03/2020 12:12:00 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია რუსეთიდან სამშობლოში 11 მარტს დაბრუნდება და წინასაარჩევნო შეხვედრებს განაახლებს. ამის შესახებ მის ე.წ. საარჩევნო შტაბში განაცხადეს.

წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე განაახლა მისმა ორმა კონკურენტებმა - ადგურ არძიმბამ და ლეონიდ ძიაფშბამაც.

• 2 მარტს რუსეთში მყოფმა დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, წინა ე.წ. არჩევნების წინაპერიოდის მსგავსად, მოულოდნელად კვლავ შეუძლოდ იგრძნო თავი და იგი სასწრაფოდ მოათავსეს სოჭის კლინიკაში, სადაც მოგვიანებით მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს კრასნოდარის საავადმყოფოში გადასაყვანად. იგი ამ დრომდე კრასნოდარის კლინიკაში რჩება.

• 3 მარტს “РИА Новости”-მ სამედიცინო წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზური ოპოზიციის ლიდერს დიაგნოზი «დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლვა» დაუსვეს.

• 4 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ “აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი” ალექსეი დვინიანინი დაიბარა და რუსეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: “გენერალურმა პროკურატურამ ეს საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ეს არამეგობრულ ნაბიჯად ჩავთვალოთ და დავიცვათ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მოქალაქეებიო”. ამასთან, მან რუსული მედია ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის შესახებ ცნობების გავრცელების გამო ”აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში” დაადანაშაულა.

• თავის მხრივ, დვინიანინმა განაცხადა, რომ “სხვადასხვა აფხაზური პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი ექსტრემისტები რუსეთის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ”.

• გუშინ, 5 მარტს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია ბჟანიას დიაგნოზის შესახებ, რომელიც რუსი მედიკოსების ოფიციალურ დასკვნას ეფუძნება «ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია».

• ცნობისთვის: ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოჰყვა, ოკუპირებულ რეგიონში 22 მარტისთვისაა დაგეგმილი. ასლან ბჟანიას გარდა, ძირითადი კანდიდატები დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს დე ფაქტო ექს-მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.

• ბჟანიას ჰოსპიტალიზების გამო დანარჩენმა კანდიდატებმა დროებით წინასაარჩევნო შეხვედრები შეწყვიტეს. ძიაფშბა ე.წ. არჩევნების ერთი თვით გადადების ინიციატივითაც კი გამოვიდა, თუმცა არძინბამ გუშინ განაცხადა, რომ “არავითარი გადადება და ახალი კანდიდატები არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S