Accentnews.ge
სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025 გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025 გაიმართება

02/08/2025 17:23:00 მსოფლიო

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025 გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხური მედია წერს, წვრთნების მიზანია სომხეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართვისთვის მომზადება. სწავლებები 12-20 აგვისტომდე გასტანს.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფის წევრები, ევროპასა და აფრიკაში ამერიკული სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და ასევე კანზასის შტატის ეროვნული გვარდია. სწავლებები ითვალისწინებს სამშვიდობო მისიების მომზადებას. აქცენტი გაკეთდება სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებზე.

სწავლებების მიზანია საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილე ქვედანაყოფის ურთიერთქმედების დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის გამოცდილების გაცვლა, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელი ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S