
აშშ წყნარ ოკეანეში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიაბაზას აღადგენს
05/08/2025 17:58:00 მსოფლიო
აშშ წყნარ ოკეანეში, ტინიანზე — მცირე, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიაბაზას აღადგენს.
კუნძული ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, აშშ-ის ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს. სწორედ აქედან მოხდა ბირთვული დარტყმების განხორციელება იაპონიის წინააღმდეგ 80 წლის წინ.
"პროექტი მიზნად ისახავს ჩინეთის წინააღმდეგ შეკავების გაძლიერებას და რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალების მანევრირების მოქნილობის გაზრდას", - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
"ჩვენ შეგვიძლია ძალები განვალაგოთ იქ, გავწვრთვნათ და მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ" – ამბობს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ადმირალი, გრეგორი ჰაფმანი.
ტინიანი, რომელიც ჩრდილოეთ მარიანას ყველაზე დასახლებულ კუნძულ საიპანიდან სამხრეთით მდებარეობს, დაახლოებით 101 კვადრატული კილომეტრია და იაპონიიდან დაახლოებით 2,400 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ტინიანი მნიშვნელოვანი ბაზა გახდა მოკავშირეთა ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე. 1945 წელს სწორედ ტინიანზე მდებარე ბაზიდან აფრინდა ამერიკული B-29 ტიპის ბომბდამშენები ტოკიოს საჰაერო იერიშისთვის.