
ზელენსკიმ კუჩმა დონბასის ირგვლივ მოლაპარაკებებში დააბრუნა
03/06/2019 14:44:26 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის ირგვლივ მოლაპარაკებების ფარგლებში მოქმედ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დააბრუნა.
როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ზელენსკი დარწმუნდა, რომ დონბასის პრობლემის მოგვარებაში მათი პოზიციები მსგავსია, საუბარი უნდა იყოს მოლაპარაკებათა განახლებაზე რეგიონში არსებული ვითარების მოსაგვარებლად".
ცნობისთვის: სწორედ ლეონიდ კუჩმა ედგა სათავეში მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებს 2014–დან 2018 წლის ოქტომბრამდე. შემდეგ იგი გადადგა, რაც პროგრესის არარსებობითა და გადაღლილობით ახსნა.