Accentnews.ge
"გვჯერა, რომ შეთანხმებას  ყველა მხარე დაემორჩილება"

"გვჯერა, რომ შეთანხმებას ყველა მხარე დაემორჩილება"

09/03/2020 16:05:50 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ "მას ყველა მხარე დაემორჩილება".

"მივესალმებით ამ შეთანხმებას. ვულოცავთ ხელმომწერ მხარეებს, რადგან მათ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია დააყენეს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაემორჩილება შეთანხმებას და უზრუნველყოფს შეთანხმების წარმატებით მიღებას პარლამენტში უახლოს კვირებში და შემდეგ მის ეფექტურ ამოქმედებას. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულოს ეუთო-სა და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის რეკომენდაციები, რომლებიც გაცემული იყო ბოლო არჩევნების შემდეგ. ეს საჭიროა, რათა დაგეგმილმა არჩევნებმა მიიღოს ნდობის უმაღლესი ხარისხი ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე 8 მარტს შეთანხმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S