
აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2 მილიონ დოლარს გამოუყოფს
11/08/2025 16:49:00 მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოუყოს ენერგეტიკის სამინისტროს 2 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი აზერბაიჯანული მანათი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შესაძენად და გასაგზავნად.
ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს - ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.