
ემანუელ მაკრონი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე: თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით
17/08/2025 20:46:00 მსოფლიო
ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ .
მაკრონის თქმით, ჯგუფმა ორ საათზე ცოტა მეტი ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს აშშ-ს, უკრაინას და ევროკავშირს“ .
„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე.
ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, - აცხადებს მაკრონი.
ასევე, მან უპასუხა კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს უკრაინაში ომის დასრულება და განაცხადა: „არა“.
მაკრონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.
ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:
„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.