Accentnews.ge
რუბიო: აშშ არ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები

რუბიო: აშშ არ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები

17/08/2025 20:58:00 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ არ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები.

„არავინ არ აიძულებს უკრაინას, რომ ამაზე უარი თქვას, ამიტომ არ მგონია, რომ სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ასე შეიძლება გამოიყურებოდეს. თუმცა, პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს, ის ნამდვილად ითხოვს იმას, რისი მხარდაჭერისთვისაც უკრაინელები და სხვები მზად არ არიან. და ჩვენ არ ვაძალებთ მათ ამის გაკეთებას“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა NBC News-თან ინტერვიუში.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება შეამცირებს მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის შანსებს. „არა მგონია, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან“, დასძინა რუბიომ.

ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა ზელენსკისთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელშიც მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ. მოგვიანებით საუბარში ევროპელი ლიდერები, ასევე ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია. ამასთან, მათი მონაცემებით, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა - ის მოითხოვს უკრაინის ჯარების გაყვანას დონბასის მთელი ტერიტორიიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S