დეპუტატი ოთარ დანელია თვითიზოლაციის მიზეზს განმარტავს
10/03/2020 07:03:32 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ თვითიზოლაციის მიზეზები სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა.
„მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე“, - წერს ოთარ დანელია Facebook-ში, პირად გვერდზე.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.


