
აშშ-მა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა დაიწყო
10/03/2020 07:14:08 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა დაიწყო.
მოძრაობა „თალიბანთან“ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აშშ ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობას 12 000-დან 8600-მდე შეამცირებს. ეს პროცესი 135 დღეში უნდა დასრულდეს.
29 თებერვალს დოჰაში ხელმოწერილი დოკუმენტით, „თალიბანი“ ძალადობაზე უარს იტყვის და არ მისცეს ტერორისტულ დაჯგუფებებს ავღანეთის იმ ტერიტორიაზე მოქმედების საშუალებას, რომელსაც „თალიბანი“ აკონტროლებს.
ამავე შეთანხმების მიხედვით, „თალიბანმა“ და ავღანეთის მთავრობამ დიალოგი უნდა წამოიწყონ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S