Truth Social-ით გავრცელებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ “ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე”.
აშშ-ის პრეზიდენტი სპორტის მაგალითს იხმობს და ამბობს, რომ შესანიშნავი სპორტული გუნდი რომ გყავდეს, თუ არ შეუტია, “გამარჯვების შანსი არ არსებობს!”
ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, წერს ტრამპი და თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს: “უპატიოსნო და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი" არ აძლევდა უკრაინას საპასუხო იერიშის ნებართვას, მას მხოლოდ თავდაცვის უფლება ჰქონდა. რა გამოვიდა?
ტრამპის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო და თავის განცხადებას ასრულებს სიტყვებით: “საინტერესო ამბები გველის!”