Accentnews.ge
„გვაქვს რესურსი, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ“

„გვაქვს რესურსი, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ“

10/03/2020 09:32:47 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის 20-25 ახალ სახეს წარადგენს.

„პრინციპული ამოცანაა გუნდის განახლება და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარვდგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადო მხარდაჭერა მოვიპოვოთ მოსახლეობაში. ეს იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხედავთ, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს განახლება. ისინი მუდმივად ერთი და იმავე სახეებით წარსდგებიან ხოლმე არჩევნებზე. ჩვენ განახლების რესურსი გვაქვს და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს რესურსი, რომ დეპუტატობის დაახლოებით 20-25 ახალი კანდიდატი მაინც წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე. ეს არის ალბათ ის მინიმუმი, რაზეც აქცენტი უნდა წარვადგინოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S