Accentnews.ge
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

10/03/2020 13:19:45 საზოგადოება

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სმაინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 178 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 პირს მიეცა.

ამასთან,როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის 23 ნიმუშია გადაგზავნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S