
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
04/06/2019 03:25:54 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.