"მოვიძიეთ იმპორტიორი, რომელიც მზადაა, ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს"
10/03/2020 14:17:02 საზოგადოება
"მოვიძიეთ იმპორტიორი, რომელიც მზადაა, ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ გააკეთა განცხადება, რომ თუ მოგვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მზად ვართ, რომ ეკლესიებში შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთო. რამდენიმე ბიზნესმენს მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ შემოგვეხმიანენ, შემოგვთავაზეს თანხა, რომ გამოგვეყენებინა აქტივობებისთვის, ერთმა შემოგვთავაზა სტამბა, რომ თუ გინდათ დაგიბეჭდავთ საპრომოციო მასალასო, რა თქმა უნდა, უფასოდ. ამიტომაც გავბედე და მივმართე ამ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორს, ხომ არ არის საშუალება, რომ საპატრიარქოს ქველმოქმედებით გადავცეთ გარკვეული რაოდენობის საშუალებები და თანხმობა განაცხადა ერთ-ერთმა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ არის მზადყოფნა, თუ გვეტყვიან სად, რომელ ტაძრებში, ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ამ ბიზნესმენის საშუალებით შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. მათ გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან. სხვა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


