
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 12 ნაკადი იწყება
08/09/2025 12:20:00 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადის მონაწილეთა მიღება დაიწყო. პროგრამა ამჯერად ბათუმში, 16, 17 და 18 სექტემბერს ჩატარდება. ეს რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ საკუთარ ბიზნეს იდეებზე და 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.
პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება. მისი მიზანია, ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული რესურსების შეთავაზება, რაც იდეის რეალიზაციიდან ბიზნესის გამყარებამდე ყველა ეტაპს მოიცავს.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპი, რომელსაც წამყვანი სპეციალისტები ბათუმში გაუძღვებიან. ვორკშოპის პარალელურად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად შემუშავებული ონლაინ კურსები businesscourse.ge-ზე და სერტიფიკატები მიიღონ. გარდა ამისა, მათ ექნებათ მუდმივი წვდომა დამატებით რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, ისარგებლებენ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მხარდაჭერით, მიიღებენ ქოუჩინგს და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.
პროგრამა ასევე ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და სხვა მეწარმეებთან გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
"საქართველოს ბანკისთვის მეწარმეების გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.